ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

შპს "ტექნო თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

ოფისის მენეჯერი ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* ასაკი: 18-დან 35 წლამდე;
* უმაღლესი განათლება;
* კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook);
* სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული მენეჯმენტის სფეროში (სასურველია);
* რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (ზეპირი და წერილობითი).

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

* სატელეფონო ზარების მიღება; დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება;
* ელექტრონული მიმოწერა, კორესპოდენციის წარმოება და საქმისწარმოების სხვა პროცედურების უზრუნველყოფა;
* შიდა დოკუმენტაციის მართვა, წარმოება და რედაქტირება;
* ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა;
* ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა (კომუნიკაციების გამართული მუშაობა)
* უცხოელ პარტნიორებთან შეკვეთების შესახებ მონაცემთა შეკრება, მართვა და კოორდინირება;
* საჭიროების შემთხვევაში, სხვა აქტუალური მოქმედებების ადმინისტრირება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: e.kupreishvili@technotrade.com.ge არაუგვიანეს 2014 წლის 15 თებერვლისა. გთხოვთ, თანამდებობის დასახელება მიუთითოთ წერილის სათაურში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ბანერები