ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე

შპს ”ჯტი” აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი უფლება-მოვალეობები:
•    შემოსულ ზარებზე პასუხი: კლიენტებთან გასაუბრება, საჭიროების შემთხვევაში ოფისის სხვა თანამშრომელთან გადართვა
•    დღის განმავლობაში შემოსულ ინფორმაციაზე ოპერატიული და მუდმივი რეაგირება
•    დავალებების გადანაწილება, ორგანიზება და გადამისამართება შესაბამის თანამშრომლებზე
•    ხელშეკრულებების მომზადება და მათი დროულად გაგზავნის/მიღების კონტროლი
•    ოფიციალური წერილების მომზადება და გაგზავნა
•    ოფისის საჭიროებისამებრ სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელება

ძირითადი მოთხოვნები:
•    საოფისე პროგრამების  სრულყოფილი ცოდნა
•    დისციპლინირებული
•    კომუნიკაბელური
•    შედეგზე ორიენტირებული
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
•    გუნდური და ინდივიდუალური შრომის უნარი
•    დოკუმენტებთან მუშაობის უნარი
•    ინგლისური ენის ცოდნა
•    20-დან 35 წლამდე ქალბატონი
•    საოფისე ან/და სხვა სახის ადმინისტრაციული საქმის წარმოების პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
•    ენერგიული და ხალისიანი ადამიანი
•    გამართული კომუნიკაციის უნარ-ჩვევებით

სამუშაო საათები: 10სთ-18 სთ
დარიცხული ხელფასი:  625

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ  თქვენი რეზიუმე 14 სექტემბრამდე  ელექტრონულ მისამართზე: GTITRANC@yahoo.com
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები