ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სმარტ კაპიტალ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:
* ოფისის ორგანიზება - მოწყობილობების და მარაგების კონტროლი;
* შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
* შიდა და გარე კომუნიკაცია კომპანიის საქმიანობის შეუფერხებელი წარმოების მიზნით - საკურიერო, სატელეფონო კავშირის, საკანცელარიო და ოფისის სხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთობის უზრუნველყოფა შესაბამის კომპანიებთან;
* ანგარიშების და სხვადასხვა დოკუმენტების მომზადება, დახარისხება;
* მონაცემთა ბაზის მართვა;
* შეხვედრების და ღონისძიებების დაგეგმვა.

მოთხოვნები:
* ოფისის მენეჯერად ან მდივნად მუშაობის გამოცდილება;
* საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook, PowerPoint);
* ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
* კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
* ყურადღებიანი და მობილიზებული;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* მოტივირებული.

პირობები: ორშაბათი-პარასკევი, 10.00-19.00 სთ.
ხელფასი: 500-700 ლარი ხელზე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით, მომავალში ზრდის პერსპექტივით.

დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@appidea.com

ბანერები