ვაკანსია მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე
კომპანია "ნატურალ+" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
- მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამების: 1C და ORIS საფუძვლიანი, პრაქტიკული ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი.
- ACCA ან ანალოგიური კვალიფიკაცია ჩაითვლება პლუსად.
- ასაკი: 30-50 წელი.
მოვალეობა:
- საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა;
- საბუღალტრო გატარების წარმოება;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
- რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების პროგრამაში ასახვა;
- მასალების ჩამოწერა;
- საბანკო ოპერაციების შესრულება;
- ხელფასების დარიცხვა;
- თანხის მოძრაობის ყოველთვიური რეპორტი;
- სალაროს ოპერაციების წარმოება.
პიროვნული თვისებები:
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
- პრობლემების აღმოჩენისა და მოგვარების უნარი.
მსურველებს გთხოვთ, 2013 წლის 18 ოქტომბრამდე გაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ ქართულ ენაზე, ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: natural.plus@yahoo.com ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "მთავარი ბუღალტერი".