ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია მონტიორის პოზიციაზე

სს "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას მონტიორის პოზიციაზე სამტრედიაში. კომპანიის ტრენინგ-ცენტრი თავად მოამზადებს კანდიდატს შესაბამისი მიმართულებით.

მოთხოვნები:
* სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება (პროფესიული, უმაღლესი ან/და დამამთავრებელი კურსი)
* კომუნიკაციის უნარი
* ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
* ორგანიზებულობა
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

მონტიორის სამუშაო აღწერილობა:

* ტექნიკური საშუალებებისა და ქსელის კონკრეტულ უბანზე ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
* სახაზო საკაბელო ნაგებობების ექსპლოატაციის წესებისა და ნორმების დაცვა;
* სააბონენტო ტერმინალების ძირითადი სახეობების სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართვა;
* სააბონენტო ხაზის დაზიანებული მონაკვეთის დადგენა და დაზიანების აღმოფხვრა;
* სახაზო-ნაგებობებისა და საკაბელო დამაბოლოებელი მოწყობილობების ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლოატაცია;
* ახალი ტელეფონის დასადგმელად წყვილების მოკვლევა და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
* დღის განმავლობაში DSL, IPTV და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა;
* ტექნიკური პასპორტიზაციის სამუშაოების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: resume@silknet.com 2013 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანტიდატურა ვერ განიხილება.

ბანერები