ვაკანსია მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე
უძრავი ქონების პორტალი აცხადებს შერჩევას მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
* მონაცემთა ბაზაში საჭირო ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება;
* მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის შეყვანა;
* მონაცემთა ბაზებში არსებულ პირებთან ზარის განხორციელება და პორტალის სერვისის ტელეფონით გაყიდვა;
* საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის რედაქტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ელემენტარულ დონეზე ცოდნა;
* სწრაფი ბეჭდვის უნარი;
* მონაცემთა ნებისმიერი ტიპის ბაზასთან მუშაობის უნარი
*ოპერატორობის ერთწლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* ორგანიზებულობა;
* გამართულად საუბრის უნარი;
* სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
* დროის სწორად განაწილებისა და მართვის უნარი;
* კომუნიკაბელურობა.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი. პირველი ცვლის სამუშაოს პერიოდი: 10 სთ - 15.30 სთ. მეორე ცვლის სამუშაოს პერიოდი: 16 სთ - 21 სთ.
ხელფასი: გამომუშავებით.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე მისამართზე: info@3plus.info 2013 წლის 3 ივნისის ჩათვლით.