ვაკანსია მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილთა რეგისტრაციის ფარგლებში აცხადებს შერჩევას შემდეგ პოზიციაზე: მონაცემთა ბაზის ოპერატორი. ადგილების რაოდენობა: 48 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველოს რეგიონები.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი საშტატო სტატუსი: შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულების ვადა: 4-5 თვე სამუშაოს დაწყების დრო: ივლისი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
* მონაცემთა ბაზაში საჭირო ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება;
* მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის შეყვანა;
* მონაცემთა ბაზაში პიროვნების დარეგისტრირება;
* საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის რედაქტირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა;
* სწრაფი ბეჭდვის უნარი;
* მონაცემთა ნებისმიერი ტიპის ბაზასთან მუშაობის უნარი და მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* ორგანიზებულობა;
* სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
* დროის სწორად განაწილების და მართვის უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
დამატებითი მოთხოვნები:
* საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური მხარდაჭერის უნარები ჩაითვლება უპირატესობად;
* ავტომანქანის ქონა ჩათვლება უპირატესობად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@mra.gov.ge 2013 წლის 31 მაისის ჩათვლით.