ვაკანსია მოლარისა და კონსულტანტის თანამდებობებზე
სუპერმარკეტი "ბონ აპეტიტ" აცხადებს ვაკანსიას მოლარისა და კონსულტანტის თანამდებობებზე.
ძირითადი მოვალეობები:
* შემოსული მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;
* პროდუქციის მიღება და დახლებზე გადანაწილება;
* ვადების კონტროლი;
* ხელმძღვანელი პირისგან დავალებების დროულად შერულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
* სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.;
პიროვნული მახასიათებლები:
* დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
* ინიციატივის გამოჩენის უნარი;
* შრომისმოყვარე;
* მოტივირებული;
* ორგანიზებული;
* დისციპლინირებული;
* სასიამოვნო გარეგნობა;
* პასუხისმგებლობის მქონე;
* კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.
დაინტერესებული პირები აპლიკაციის შესავსებად უნდა მიბრძანდნენე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ამაღლების ქუჩა 12 ან დაუკავშირდნენ ნომერზე: 2 907822.