ვაკანსია მოლარის თანამდებობაზე
სს "პოპული" აცხადებს ვაკანსიას მოლარის თანამდებობაზე.
12 საათიანი გრაფიკი, დასვენება ყოველ მესამე დღეს;
ხელფასი: 225 ლარი.
მოთხოვნები:
- ასაკი: 18-26 წელი;
- სქესი: მდედრობითი;
- მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია გაყიდვებში);
- დახვეწილი მეტყველება;
- სასიამოვნო გარეგნობა.
საკვალიფიკაციო ცოდნა:
უცხო ენის ცოდნა (რუსული ენის ცოდნა სასურველია);
სასურველია უმაღლესი განათლება (სრული ან დამამთავრებელი კურსი).
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური;
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლობიანი;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების უნარი;
- ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა, დისციპლინისა და სისუფთავის დაცვა;
- სხარტი აზროვნება და სწრაფი მომსახურება;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კლიენტების მიმართ კეთილგანწყობილი;
- გამახვილებული ყურადღება.
შესასრულებელი მოვალეობები და ფუნქციები:
- სალაროს სისუფთავის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- სალაროს უზრუნველყოფა ხურდა ფულით;
- სალაროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პროდუქციაზე ფასდებულების განახლება, განლაგება და კონტროლი;
- პერიოდული აღწერა სალაროსთან არსებული პროდუქციის;
- ფასდაკლებების და აქციების არსებობის შემთხვევაში ფასდებულების განახლება და კონტროლი;
- ყველა გაყიდული პროდუქციის დაფიქსირება პროგრამაში სახეობებისა და რაოდენობების სრული სიზუსტით;
- მომხმარებლისგან პროდუქციის საფასურის მიღება როგორც ნაღდი, ასევე, უნაღდო საშუალებით;
- კლიენტის ინფორმირება დამატებითი მომსახურების შესახებ (აქციების/ფასდაკლებების შემთხვევაში);
- მომხმარებელთან წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრა: ჩეკის გაუქმების, ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში კლიენტის ინფორმირება და პრობლემის გადაჭრის უზრუნველყოფა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV 21 იანვრამდე (სასურველია სურათით) გამოგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: hr@populi.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.