ვაკანსია მოლარის პოზიციაზე
სს "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსების განხრით (სასურველია);
• მინიმუმ 1 - წლიანი საბანკო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, "ბანკი 2000" (Alta);
• საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომა;
• კომუნიკაბელობა და გუნდური მუშაობის უნარი;
• საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა მოიტანონ ავტობიოგრაფია შემდეგ მისამართზე:
სათავო ოფისი
თბილისი, წერეთლის გამზ. 117
ტელ.: (995 32) 2 401 401
ან გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: jobs@constanta.ge
გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ფილიალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 ივლისი, 2012 წელი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.