ვაკანსია მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში
სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება;
* სასურველია მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
* საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
* სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
შესასრულებელი ამოცანები:
* განახორციელოს ანგარიშსწორების ყველა შესაძლო ფორმა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მომხმარებელმა;
* უზრუნველყოს ხარისხიანი, სწრაფი და სრული მომსახურება;
* უზრუნველყოს სალაროს ზონის შევსება პროდუქციით.
პიროვნული თვისებები:
* შრომისმოყვარეობა;
* ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: staff@smart.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 მარტი, 2014