ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე

"სან სთორზი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის  თანამდებობაზე "გალფ"-ის ავტოგასამართ სადგურებთან არსებულ  მაღაზიების ქსელში.

ძირითადი მოვალეობები:

* მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
*მაღაზიის სალაროს ოპერაციების შესრულება;
* პროდუქციის დახლებზე გადანაწილება და მოწესრიგება;
* ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


* საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
* რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა საბაზო დონეზე;
* სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:


* კომუნიკაბელური
* გაწონასწორებული
* შრომისმოყვარე და ენერგიული
* სასიამოვნო გარეგნობის
* მოტივირებული და ორგანიზებული
* დისციპლინირებული
* პასუხისმგებლობის მქონე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (I დღე დილის 9:00-დან საღამოს 9:00-მდე. II დღე საღამოს 9:00-დან დილის 9:00-მდე.)
ანაზღაურება: 300 ლარი ფიქსირებული ხელფასის სახით და ბონუსი შესრულებული სამუშაოდან.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე  ელექტრონულ მისამართზე: career@gulf-ge.com 2013 წლის 5 ივლისამდე ,სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ბანერები