ვაკანსია "მოგზაურთა იმპერიაში" გიდის თანამდებობაზე
ტურისტული კომპანია "მოგზაურთა იმპერია" აცხადებს კონკურსს გიდის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
• უცხო ენების ცოდნა (მიუთითეთ უცხო ენა და შესაბამისი დონე);
• საქართველოს ისტორიის ცოდნა;
• კონკრეტული მარშრუტების ცოდნა (სავალდებულოა მარშრუტების მოკლე პროგრამების მოწოდება);
• გადმოცემის უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• პრეზენტაბელურობა.
CV-ის და მოწოდებული მარშრუტების პროგრამების საფუძველზე მოხდება კანდიდატთა შერჩევა, შემდგომი გასაუბრებისათვის და საბოლოო კონტრაქტების გასაფორმებლად.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 8 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.