ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია მიმტანის პოზიციაზე

ახალი ქართულ-ევროპული რესტორანი "The Bears / დათვები" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე:

აუცილებელი მოთხოვნები:
* სასიამოვნო გარეგნობა;
* უნდა იყოს ენერგიული, კომუნიკაბელური, მეგობრული, დადებითად და პოზიტიურად განწყობილი კლიენტების მიმართ;
* ჰქონდეს რესტორნის მენიუდან პროდუქტების შეთავაზებისა და მისი გაყიდვის უნარი;
* სუფთა და სადა, მკაცრად იცავდეს ჰიგიენის წესებს;
* მოწესრიგებული, პუნქტუალური და დისციპლინირებული;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
* უკონფლიქტო და გაწონასწორებული;
* პატიოსანი და შრომისმოყვარე;
* მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: 3-6 თვე ან მეტი;
* სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე.

რესტორნის მდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 141.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და მოტივაციაზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2014 წლის 28 მარტამდე გაგზავნონ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy.datvebi@gmail.com. ადრე გაგზავნილ რეზიუმეებს მიენიჭება უპირატესობა. ამასთანავე, აუცილებელია, Subject-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

ბანერები