ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია მიმღების ადმინისტრატორის თანამდებობაზე

"სბ უძრავი ქონება" - საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას მიმღების ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

 ძირითადი მოვალეობები:
•    კომპანიის ვიზიტორების მიღება და გადამისამართება;
•    ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, გადამისამართება საჭიროებისამებრ;
•    შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის აღრიცხვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    განათლება: უმაღლესი.
•    სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
•    კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    ენების ცოდნა: ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
•    მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
•    ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა, ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა, ლოგიკური აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელექტრონული ფოსტით მისამართზე: bog.group@bog.ge 2012 წლის 10 აგვისტომდე. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ განიხილება.

ბანერები