ვაკანსია მენეჯერულ პოზიციებზე
"მაფ კარფურ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერულ პოზიციებზე შემდეგ დეპარტამენტში:
* საკვები პროდუქცია
* საყოფაცხოვრებო საქონელი
* საყოფაცხოვრებო ტექნიკა
* ტექსტილი
ძირითადი მოვალეობები:
* გაყიდვების სტიმულირებისთვისა და კლიენტთა კმაყოფილების ზრდისთვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება;
* გაყიდვების პროგნოზირება ოპტიმალური რაოდენობის პროდუქციის ბრუნვისა და ზარალის მინიმიზაციის მიზნით;
* კლიენტთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
* ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
* შეკვეთებისა და მიღებული საქონლის ხარისხის კონტროლი;
* თანამშრომლების უზრუნველყოფა საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნითა და ინფორმაციით;
* თანამშრომლებისთვის დავალებების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
* თანამშრომლების მართვა, მოტივირება და კონტროლი.
მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების დარგში);
* მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო გაყიდვების სფეროში;
* ბიზნესის და მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა;
* პროდუქციის წარმოებისა და დისტრიბუციის ეფექტურობის ზრდის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
* ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარ-ჩვევები;
* დამატებითი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისთვის მზაობა;
* დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
* რთული საკითხების ეფექტურად და სწრაფად მოგვარების უნარი;
* ბრწყინვალე ორგანიზაციული და დროის მართვის უნარი;
* კლიენტთა მომსახურების ბრწყინვალე უნარ-ჩვევები;
* კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;
* ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
* კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office).
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს გთხოვთ გაგზავნოთ თქვენი CV (ინგლისურ ენაზე) მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2013 წლის 11 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ "მენეჯერული პოზიცია", იმ დეპარტამენტის დასახელების მითითებით, რომლითაც დაინტერესებული ხართ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.