ვაკანსია მდივან თარჯიმნის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
შ.პ.ს. ,,სადაზღვევო კომპანია უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას მდივან თარჯიმნის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
ასაკი: 20-30;
სქესი: მდედრობითი;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი;
* ინგლისური და რუსული ენენბის ზედმიწევნით ცოდნა სავალდებულოა;
* საოფისე პროგრამები (Microsoft office access, Microsoft office exel, Microsoft office word);
ანაზღაურება: 350 - 400ლარი;
მოვალეობები:
• დირექტორისათვის ოფიციალური შეხვედრებისა და მივლინებების ორგანიზება.
• შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი რეაგირება;
• დირექტორის დავალებით ოფიციალური მოხსენებისათვის მასალების მომზადება;
• ოფიციალურ შეხვედრებზე დირექტორის სახელით კომპანიის წარდგენა;
• შემოსული და გასული მიწერილობების დახარისხება და მართვა (შესრულებაზე კონტროლი);
• კომპანიის თათბირების მომზადება და თათბირის ოქმების გაფორმება და შესაბამის სამსახურებზე გადაცემა დავალების/დადგენილების შესასრულებლად;
• გაცემული დავალებების ვადებში შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
• ბრძანებების, განკარგულებების, გადაწყვეტილებების, პროექტის მომზადება და შეთანხმება, დასამტკიცებლად დირექტორთან წარდგენა;
• უცხოელი პარტნიორების მიღება-დახვედრა და მათი ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება;
• დოკუმენტების თარგმნა ქართულიდან ინგლისურ და რუსულენებზე და პირიქით.
დამატებითიუნარ-ჩვევები:
* კომუნიკაბელურობა;
* მოტივირებულობა;
* ორგანიზებულობა;
* დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: hr@unison.ge 2014 წლის 7თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, განაცხადის გაგზავნისას subject line-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.