ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია მდივან-რეფერენტის თანამდებობაზე

შპს "დი და ჯი" ("დანიური სახლი") აცხადებს ვაკანსიას მდივან-რეფერენტის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება;
•    კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, databases, 1C)
•    ქართული, რუსული, ინგლისური ენების ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად სავალდებულოა)
•    ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
•    კომუნიკაბელურობა, ყურადღებიანობა, მოწესრიგებულობა
•    პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
•    ანალიტიკური აზროვნების უნარი
•    სიახლეების შესწავლის სურვილი; ინტერნეტით დაინტერესების მაღალი დონე
•    ენერგიულობა, ინიციატივიანობა და მიზანდასახულობა
•    სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
•    დეტალებისადმი ყურადღება.

ანაზღაურება: 360 ლარი.
სამუშაო საათები: 10.00-19.00.

გასაუბრების პირველი ეტაპი: ტესტირება ინგლისურ ენაში.
მხოლოდ იმ პირებს, ვინც დარწმუნებული ხართ, რომ აკმაყოფილებთ არსებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელ. მისამართზე: info@dgholding.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში და რეზიუმეში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები