ვაკანსია მარკეტინგის ოფიცრის პოზიციაზე
ალკოჰოლის სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ოფიცრის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული აქციების ორგანიზება-სუპერვაიზინგი
- სარეკლამო აქციებში მონაწილეობის მიღება
- რეპორტების მომზადება
- მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა
- დეპარტამენტიდან წამოსული კონკრეტული დავალებების რეალიზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კურსდამთავრებული ან მე-4 კურსის სტუდენტი მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში
- ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა; რუსული ენის ცოდნა სასურველია
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
- განვითარებული კრეატული და ანალიტიკური აზროვნება
- ინიციატივიანობა, აქტიურობა
- კომუნიკაბელობა
- შრომისმოყვარეობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ანაზღაურება: 400-500 ლარი.
გთხოვთ, CV გამოგზავნოთ მისამართზე: vakansiawh@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 29 ივლისი.