ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

შპს "საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

* მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, შემუშავება და განხორციელება;
* ბაზრის მარკეტინგული კვლევის შედეგების ანალიზი, რეაგირების სწორი ფორმების განსაზღვრა და განხორციელება, მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;
* გაყიდვებისა და მარკეტინგული სტრატეგიის ანალიზი, ოპტიმიზაცია და ეფექტურობის უზრუნველყოფა;
* მომხმარებლის მოძიება.
* მომსახურების რეკლამირება, პრეზენტაციების ჩატარება.
* სხვა მოვალეობების შესრულება დავალებების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:


* უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის განხრით;
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
* ანალოგიურ ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია საგანმანათლებლო სფეროში მარკეტინგული გამოცდილება.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

* კომუნიკაბელუროაბა
* კრეატიულობა;
* კონტროლისა და ანალიზის უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: irc@irc.com.ge  არაუგვიანეს 2014 წლის 1 თებერვლისა. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ბანერები