ვაკანსია მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე
გერმანული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია ,,სალერი"ს ოფიციალური წარმოამადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის
მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მარკეტინგული აქტივოებების გეგმის და ბიუჯეტის მომზადება, განხორციელება, მონიტორინგი;
ბრენდის პოზიციონირება, ბაზრის კვლევა, კონკურენტების შესწავლა/ანალიზი;
მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა, წარმოება;
ყველა სახის სარეკლამო (სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა და ა.შ) აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
კონტაქტების დამყარება სხვადასხვა სააგენტოებთან, პროდუქციის დაკვეთა და კონტროლი;
მომხამრებლისთვის გაყიდვების შემდგომი ლოიალური პროგრამის შემუშავება;
კომპანიის/ბრენდის იმიჯზე და ცნობადობაზე სისტემატიური მუშაობა;საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის განხრით);
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
მარკეტინგის და ბრენდინგის საფუძვლების ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
ინგლისური, რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა. გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები:
სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
შემოქმედობითობა; იმპროვიზაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდში მუშაობის უნარი;
ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ibg.ge არაუგვიანეს 17.06.2013. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - “Marketing Manager”.