ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "ქარვასლა" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი ამოცანებია:

* კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა;
* ბაზრის პერმანენტული კვლევის ჩატარებით არსებული მდგომარეობის შესწავლა და ტენდენციების პროგნოზირება;
* მარკეტინგული საქმიანობისათვის დადგენილი ბიუჯეტის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
* კონკურენტების შეფასება და ანალიზი;
* გაყიდვების სტიმულირების მიზნით პროექტების ინიცირება;
* სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
* სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავება;
* კომპანიის ვებ-გვერდის სტრუქტურის და შინაარსის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
* სარეკლამო ღონისძიებების, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;
* კომპანიის სარეკლამო აქტივობების ანალიზი, შედეგუნარიანობის კვლევა;
* მომხმარებლის ქცევის ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა, მომხმარებლებში ლოიალურობის გაზრდა;
* კომპანიაში შემავალი ობიექტების ინფორმირება მარკეტინგული სიახლეებითა და საჭირო სარეკლამო აქსესუარებით უზრუნველყოფა;
* საპრეზენტაციო მასალების და წერილობითი ანგარიშების წარდგენა მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი მარკეტინგში.
* პროფესიით საშუალო ან დიდ ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
* კომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
* კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel, Power Point) ცოდნა სავალდებულოა;
* ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა სავალდებულოა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი
(ფოტოსურათსა და 2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებთან ერთად) შემდეგ მისამართზე: vacancy@kmt.ge 2014 წლის 10 იანვრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ბანერები