ვაკანსია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
"Hotsale.ge" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი ამოცანებია:
* კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა
* ბაზრის პერმანენტული კვლევის ჩატარებით არსებული მდგომარეობის შესწავლა და ტენდენციების პროგნოზირება
* მარკეტინგული საქმიანობისათვის დადგენილი ბიუჯეტის მართვა კომპეტენციის ფარგლებში
* კონკურენტების შეფასება და ანალიზი
* გაყიდვების სტიმულირების მიზნით პროექტების ინიცირება
* სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება
* სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავება
* კომპანიის ვებ-გვერდის სტრუქტურის და შინაარსის მართვა კომპეტენციის ფარგლებში
* სოციალურ ქსელებში სარეკლამო საქმიანობის წარმოება, ანალიზი და კვლევა
* სარეკლამო ღონისძიებების, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება
* კომპანიის სარეკლამო აქტივობების ანალიზი, შედეგუნარიანობის კვლევა
* მომხმარებლის ქცევის ანალიზი, მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა, მომხმარებლებში ლოიალურობის გაზრდა
* კომპანიაში შემავალი ობიექტების ინფორმირება მარკეტინგული სიახლეებითა და საჭირო სარეკლამო აქსესუარებით უზრუნველყოფა
* საპრეზენტაციო მასალების და წერილობითი ანგარიშების წარდგენა მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება.
* სასურველია პროფესიით საშუალო ან დიდ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
* კომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება სასურველია
* კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა სავალდებულოა
* Facebook-ის სარეკლამო კონცეფციის ცოდნა
* ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა სავალდებულოა.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
* კომუნიკაბელურობა
* ენერგიულობა
* ორგანიზებულობა
* დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* გუნდური მუშაობის უნარი
* შედეგებზე ორიენტაცია.
განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 2014 წლის 15 იანვარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და ფოტოსურთი ელექტრონულ მისამართზე: cv@hotsale.ge
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.