ვაკანსია მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე
სასურსათო მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.
- ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის მუშაობის კოორდინირება;
- მაღაზიის პერსონალის მართვა, მათი მოტივირება;
- პროდუქციის შეკვეთა და საქონლის მიღების კონტროლი
- მაღაზიაში ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში მათზე დაუყოვნებლივ რეაგირება;
- ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრისა და სერვისის ამაღლების მიზნით კონკურენტი მაღაზიების ფასებზე და ასორტიმენტზე თვალყურის დევნება;
- გაყიდვების გაზრდის მიზნით ყოველკვირეული რეკომენდაციების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სასურველია მენეჯერული გამოცდილება საცალო-სავაჭრო სფეროში
- ასაკი: 23-დან 35 წლამდე.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
- გუნდური მუშაობის უნარები
- კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებული
- აკურატული
- ენერგიული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.