ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე

სასურსათო მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიოჯი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

მოვალეობები:
•    მაღაზიის მუშაობის კოორდინირება;
•    მაღაზიის პერსონალის მართვა, მათი მოტივირება;
•    პროდუქციის შეკვეთა და საქონლის მიღების კონტროლი;
•    მაღაზიაში ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში მასზე დაუყონებლივ რეაგირება;
•    ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრისა და სერვისის ამაღლების მიზნით კონკურენტი მაღაზიების ფასებზე და ასორტიმენტზე თვალყურის დევნება;
•    გაყიდვების გაზრდის მიზნით ყოველკვირეული რეკომენდაციების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება;
•    სასურველია მენეჯერული გამოცდილება საცალო-სავაჭრო სფეროში;
•    ასაკი 23-დან 35 წლამდე.

პიროვნული თვისებები:
•    კომუნიკაბელური;
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    დეტალებზე ორიენტირებული;
•    აკურატული;
•    ენერგიული.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ 29 ივნისამდე ელ.მისამართზე  HR@orinabiji.ge
აუცილებელია ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები