ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

შპს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სტრუქტურული ერთეული: კორპორატიული გაყიდვების დეპარტენტი.

თანამდებობის ზოგადი მიზანი:

* ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, არსებული კორპორატიული პორტფელის გაზრდა;
* სადაზღვევო პროდუქტ(ებ)ის რეალიზაცია.

დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:


* განათლება: უმაღლესი, სასურველია მაგისტრის ხარისხი.
* კვალიფიკაცია: კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.
* უცხო ენები: ინგლისური (სავალდებულო); სასურველია რუსული.
* უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა, მენეჯერისათვის აუცილებელი სხვა უნარ-ჩვევები.
* მუშაობის გამოცდილება: იგივე, ან მსგავს სამუშაოზე მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

* კორპორატიული კლიენტების მოძიება; მათი მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტების მიწოდება;
* გაყიდვების განხორციელება;
* კორპორატიული კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი;
* გაყიდვების შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა;
* სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
* გაყიდვებთან დაკავშირებული ყოველკვირეული; ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება.

ამ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატებს ანაზღაურების ფორმა განესაზღვრებათ, ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასის ოდენობითა და გაყიდვების შესაბამისი ბონუსით. ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: hr@unison.ge 2013 წლის 15 დეკემბრამდე. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ბანერები