ვაკანსია კორ სტანდარტ ბანკში
კორ სტანდარტ ბანკი აცხადებს მიღებას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე ახალქალაქში, ლაგოდეხში, გურჯაანში, ზესტაფონსა და ქობულეთში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში);
• აუცილებელია ბანკში მოლარე-ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
• ენები: ქართული; ინგლისურისა და რუსულის მცოდნეებს მიენიჭებათ უპირატესობა.
პიროვნული თვისებები:
• შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• მაღალი ორგანიზაციული, კომუნიკაციური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• CV - ფოტოსურათით;
• დიპლომისა და სერთიფიკატის ასლები.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 25 ივნისის 17:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.