ვაკანსია კონსულტანტის თანამდებობაზე
შპს "კენარი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული; 10:30-19:30. სავაჭრო ცენტრებში ("ქარვასლა", "თბილისი მოლი") არსებული მაღაზიების შემთხვევაში - 10:00-19:00 და 13:00-22:00 (მცოცავი გრაფიკი).
ძირითადი მოთხოვნები:
* კომუნიკაბელურობა და მომხმარებლის მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები.
* სასიამოვნო, პრეზენტაბელური გარეგნობა.
* დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
* სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა.
* სასურველია გამოცდილება აღნიშნულ სფეროში ან გაყიდვების სამსახურში.
* ასაკობრივი კატეგორია: 24-დან 35 წლამდე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: a.gongadze@kenari.ge 2013 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.