ვაკანსია კონსულტანტის თანამდებობაზე
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
* მომხმარებელთან კომუნიკაცია;
* მომხმარებლის კონსულტაცია;
* პროდუქციის გაყიდვა;
* პროდუქციის განლაგება, დალაგება;
* პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
* თაროების მოწესრიგება;
* სისუფთავეზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია 20-დან 35 წლამდე ახალგაზრდები.
უნარ-ჩვევები: კომპიუტერზე მუშაობის მარტივი უნარ-ჩვევები.
პიროვნული თვისებები:
* კომუნიკაბელური;
* ენერგიული;
* მოწესრიგებული;
* კეთილგანწყობილი;
* პასუხისმგებლიანი.
შენიშვნა: სასურველია კანდიდატები ცხოვრობდნენ საბურთალოს და დიდი დიღმის მიმდებარედ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR1@orinabiji.ge 2013 წლის 9 ივნისის ჩათვლით.აუცილებელია, ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.