ვაკანსია კონსულტანტის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
"ბი-ემ-სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
* კლიენტების მოთხოვნების ზუსტი გაგება და შესაბამისი პროდუქციის მიწოდება.
* კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის მახასიათებლების შესახებ, პროდუქციის შეთავაზება.
* კლიენტისათვის პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.
* პროდუქციის რეალიზაციისას საჭირო საბუთების გამოწერა/გაფორმება.
* ნაშთების შემოწმება და დარბაზის მენეჯერის ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
* უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მომართულებით) და/ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
* საოფისე კომპიუტერული პროგრამები.
* ორგანიზაციული და ადმინისტრაციული სამუშაოს მართვა.
* უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული, სასურველია თურქული (საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია).
პიროვნული თვისებები:
* მიზანდასახული
* შრომისმოყვარე
* კომუნიკაბელური
* პასუხიმგებლობის გრძნობა
* არაკონფლიქტური.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 25 იანვარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gorgia.ge და პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, მიუთითეთ ელფოსტის სათაურის ველში.
ქ. თბილისი, წერეთლის ქ. 140
ელფოსტა: vacancy@gorgia.ge