ვაკანსია კონსულტანტის პოზიციაზე
ტექნოლუქსის მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური);
- სასურველია მუშაობის გამოცდილება საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვის მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური, რუსული ენების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( Microsoft Office).
აუცილებელი უნარები:
- გამართული მეტყველება, პრეზენტაბელურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- აქტიურობა, ენერგიულობა, კრეატიულობა;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა;
- სტრესულ და დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალების ჯეროვნად შესრულება;
- ტექნიკური სახელმძღვანელოების სწავლა;
- პროდუქციის მერჩენდაიზინგი.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: contact@technolux.ge 2013 წლის 20 აგვისტომდე.