ვაკანსია კონსულტანტის პოზიციაზე
კომპანია "სმაილი" საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 10-მდე მაღაზიას აერთიანებს.
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, მსოფლიო ბრენდების ფართო არჩევანი, ტექნიკის მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი და მკვეთრად განსაზღვრული სტრატეგია - წარმატებისკენ!
პოზიცია: კონსულტანტი ტექნიკის მაღაზიაში
ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** ასაკი: 20-დან 30 წლამდე.
შესასრულებელი ამოცანები:
** კონსულტანტი უწევს მომხმარებელს კონსულტაციას პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ახდენს პროდუქტის პრეზენტაციას;
** აწვდის ინფორმაციას მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურების შესახებ.
პიროვნული თვისებები:
** წარმოსადეგი გარეგნობა
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ჯგუფში მუშაობის უნარი.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე vacancy@geosmiley.ge არა უგვიანეს 8 მარტისა. ველში მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.
CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება!