ვაკანსია კონსულტანტის პოზიციაზე
მაღაზია "iTechnic" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
• კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
• სასიამოვნო გარეგნობა
• უმაღლესი განათლება
• ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
• ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
• საქმის ადვილად ათვისების უნარი
• ასაკი: 20-29 წელი.
ფუნქციები და მოვალეობები:
• "Apple"-ის პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა.
სამუშაო გრაფიკი: 11-დან 21 საათამდე, კვირაში 1 დღე დასვენება.
ანაზღაურება: 700 ლარი.
გთხოვთ მოგვიტანოთ CV ფოტოსურათით (აუცილებელია!) მისამართზე: თბილისი, ი. ჭავჭავაძის 34, "Pixel", მაღაზია "iTechnic" (უპირატესობა მიენიჭება ადგილზე მოტანილ CV-ებს), ან გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@itechnic.ge. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.