ვაკანსია კონსულტანტ-სტაჟიორის პოზიციაზე
კომპანია "სმაილი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-სტაჟიორის პოზიციაზე ტექნიკის მარაზიაში-თბილისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება;
* სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
* სასურველია კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
* საოფისე პროგრამების ფლობა;
* ინგლისური და რუსული ენები სცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
* ასაკი: 20-დან 30 წლამდე (სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).
შესასრულებელი ამოცანები:
* კონსულტანტი უწევს მომხმარებელს კონსულტაციას პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
* მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ახდენს პროდუქტის პრეზენტაციას;
* აწვდის ინფორმაციას მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურების შესახებ.
პიროვნული თვისებები:
* წარმოსადეგი გარეგნობა
* შრომისმოყვარეობა;
* ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* კომუნიკაბელურობა.
* ჯგუფში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე:vacancy@geosmiley.ge 2013 წლის 20 ივლისამდე,სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.