ვაკანსია კონსულტანტ-გამყიდველი
შპს "დემასი" აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას.
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
ანაზღაურება: საშუალო ხელფასი 800 ლარი, პლუს ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ. სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
სამსახურებრივი მოვალეობა: კლიენტების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და მისი შემდგომი რეალიზაცია საგამოფენო დარბაზიდან.
სამუშაო პირობები: სამუშაო საათები - 09:00-დან 18: 00-მდე, დასვენების დღე-კვირა. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი)
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. ქართული, რუსული, (ინგლისური სასურველია) ენების სრულყოფილი ცოდნა.
კარიერული ზრდის პერსპექტივა: ა) გაყიდვების მენეჯერი, ბ) შესყიდვების მენეჯერი (რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობის შემთხვევაში).
პიროვნული თვისებები:
კომუნიკაბელურობა.
ანალიტიკური აზროვნება.
ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სტაჟირების ვადა 2 თვე-ანაზღაურება თვეში 200 ლარი. მიღებაზე განიხილება მამაკაცების კანდიდატურა 22-დან 30 წლის ჩათვლით. რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.
საკონტაქტო პირი: კობა დიმიტრიშვილი
ელ.ფოსტა: koba@demasi.ge
ვებ გვერდი: http://www.demasi.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 18 თებერვალი