ვაკანსია კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე
ახალგაზრდული უფლბადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე. ვაკანსია ცხადდება უმაღლესი სასწავლებლის III ან IV კურსის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის. მიღება მოხდება კონკურსის საფუძველზე. წარმატებული კანდიდატი შერჩეულ პოზიციაზე ისარგებლებს გამოსაცდელი, 3-თვიანი ანაზღაურებადი ვადით.ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
* კრეატიულობა;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* განსხვავებული აზრის პატივისცემა;
* მობილურობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* პრეზენტაბელურობა;
* ინგლისური ენის კარგად ცოდნა (სასურველია რუსულიც);
* კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
მთავარი ფუნქცია-მოვალეობები:
* ორგანიზაციის სიახლეების გაცნობა მედიის მეშვეობით;
* ორგანიზაციის ღონისძიებების დაგეგმვა, დაანონსება და ორგანიზება;
* მედია-რელიზის, გაშუქების მონიტორინგის და მედია-დაიჯესტის მომზადება;
* ორგანიზაციის სახელით ურთიერთობა მესამე პირებთან;
* წერილობითი კორესპონდენციის უზრუნველყოფა, მოლაპარაკებების წარმართვა და შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა;
* ორგანიზაციის ელექტრონული სივრცის მართვა;
* ორგანიზაციის სახელით საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა;
* ნორმირებული დღის რეჟიმი;
* ორგანიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტაციით მოქმედება;
* ანგარიშვალდებულება ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს წინაშე.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: pryoungbarristers@yahoo.com 2013 წლის 29 ივნისამდე.სათაურის ველში მიუთითეთ სიტყვა: "ვაკანსიისთვის".