ვაკანსია კომპანია "ჯეონეთში"
საკომუნიკაციო კომპანია "ჯეონეთი" აცხადებს ვაკანსიას Linux ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერა: Linux-ის ბაზაზე აწყობილი სისტემების დაყენება და მოვლა.
მოთხოვნები:
• უმაღლესი ტექნიკური განათლება (ჩაითვლება უპირატესობად);
• სისტემურ ადმინისტრატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• DNS, FTP, Apache, MySQL, Mail სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
• cPanel-თან და OpenVZ-ის ვირტუალურ სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
• პროგრამირების პრინციპების ცოდნა;
• ენების ფლობა: ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
• შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა.
ხელფასი: შეთანხმებით (ცოდნის, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 21 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.