ვაკანსია კლიენტთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე
შპს "4ფინანსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კლიენტთა მომსახურების ოპერატორი.
ძირითადი მოვალეობები:
კლიენტის მომსახურება ტელეფონით (კონსულტაცია კომპანიის მომსახურებასა და სხვა შეკითხვებზე, სესხის აპლიკაციის მიღება კლიენტებისგან);
სესხის აპლიკაციის გატარება და კლიენტებზე სესხის გაცემა
ელ.ფოსტისა და "chat"-ის საშუალებით კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა;
დეპარტამენტის მენეჯერისათვის ანგარიშის ჩაბარება;
მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გატარება;
მოთხოვნები:
ქართული ენისა და ინგლისური ენის ცოდნა
კლიენტსა და შედეგზე ორიენტირება;
კარგი კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
კომუნიკაციის კარგი უნარი, დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე : cv@4finance.com 2013 წლის 3 ივნისამდე.სათაურის ველში მიუთითეთ: ”კლიენტის სერვის სპეციალისტი".