ვაკანსია კლიენტთა მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე
ბანკი „რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ბანკ „რესპუბლიკის“ თბილისის ფილიალები. კონტრაქტი: რეზერვი ანაზღაურება: 15 ლარი ყოველ ნამუშევარ დღეზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საბარათე, საანაბრე ანგარიშებისგახსნა–დახურვა, ცვლილება, ოპერაციების წარმოება.
- ბანკის არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვების საქმიანობის განხორციელება
- ინტერნეტ საბანკო მომსახურება
- ორგანიზაციების სახელფასო პროგრამით მომსახურება
- სწრაფი ფულადი გზავნილების და გადარიცხვების განხორციელება
- ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
- საბანკო გადარიცხვების (ადგილობრივი და საერთაშორისო) შესრულება.
მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის/ფინანსების სფეროში
- პიროვნული უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის გრძნობით,მოწესრიგებული, ენერგიული
- ენები: ინგლისური, რუსული (საშუალო დონე)
დაინტერესებულმა პირებმა გადაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@republic.ge 2013 წლის 20 მაისამდე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.