ვაკანსია კლიენტთა მომსახურების მოლარე-მენეჯერის თანამდებობაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მოლარე-მენეჯერის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
* სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე
* საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა
* ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება.
მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო, ბიზნეს ადმინისტრირება)
* ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური
* საოფისე პროგრამების ცოდნა
* თვით-მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის
* უნარი ყურადღება მიექცეს დეტალებს, გააჩნდეს საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები
* სწრაფად და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი
* პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი (3x4) შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge
შენიშვნა: გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის კოდი "2070" და კანდიდატის სახელი და გვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 05 მარტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.