ვაკანსია კლიენტთა მომსახურების მოლარე-მენეჯერის თანამდებობაზე
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მოლარე-მენეჯერის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
* სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე
* საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა
* ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება.
მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო, ბიზნეს ადმინისტრირება)
* ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური
* საოფისე პროგრამების ცოდნა
* თვით-მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის
* უნარი ყურადღება მიექცეს დეტალებს, გააჩნდეს საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები
* სწრაფად და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი
* პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და ფოტოსურათი (3x4) შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge
შენიშვნა: გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის კოდი "2063" და კანდიდატის სახელი და გვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 03 დეკემბერი.