ვაკანსია კადრების შერჩევის ოფიცერი/სტაჟიორი
”დასაქმების სააგენტო ეიჩარი” აცხადებს ვაკანსიას კადრების შერჩევის ოფიცერის / სტაჟიორის პოზიციაზე.
”დასაქმების სააგენტო ეიჩ-არი” არის დამოუკიდებელი სააგენტო, რომლიც დაარსდა 2006 წელს და მის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს კადრების შერჩევა.
ვაკანტური პოზიცია აქტიურია შერჩევის განყოფილებაში და მოიცავს სამ თვიან სტაჟირებას. სტაჟირების შეფასების შედეგების მიხედვით კადრი გააგრძელებს კომპანიაში მუშაობას.
მოვალეობები
• კანდიდატთა მონაცემთა ბაზასთან მუშაობა
• ვაკანტური პოზიციის სამუშაო აღწერის ანალიზი
• ვებ გვერდზე ვაკანსიის განთავსება
• კანდიდატების მოძიება
• ტესტირებების და გასაუბრებების დაგეგმვა და ორგანიზება
• გასაუბრებების ჩატარება და ანალიზი
• კანდიდატებთან კომუნიკაცია, გასაუბრების შედეგების შესახებ ინფორმირება
საჭირო ცოდნა:
• უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი სოცილაურ/ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში;
• ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:
• ანალიზის უნარი
• კომუნიკაციის უნარი
• ორგანიზებული
• ინიციატივიანი
• პასუხისმგებლობის გრძნობა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) 24 სეტემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: project29@hr.com.ge ან მიყევით ბმულს (ღილაკს): ”ვაკანსიაზე გამოხმაურება”.
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.