ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ჟურნალისტის თანამდებობაზე

საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალი "არის ჯი" აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის თანამდებობაზე და ეძებს ახალგაზრდა, გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

აუცილებელი მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება (სასურველია ჟურნალისტიკის განხრით);
•    ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
•    ქართული ენის სამეტყველო და ლიტერატურული ნორმების სრულყოფილად ცოდნა;
•    უცხო ენების ცოდნა (სასურველია);
•    სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი.

საქმიანობის აღწერა:
•    სპეციალური ინტერვიუების მომზადება და განთავსება ინტერნეტში;
•    რეპორტაჟების მომზადება;
•    სხვა მოვალეობები პასუხისმგებლობის შესაბამისად.

ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებასა და სხვა პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.
სამოტივაციო წერილში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV  7 ივლისამდე თანდართული  ფოტოსურათით მისამართზე:  sales@aris.ge.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები