ვაკანსია იურისტი/სტაჟიორის თანამდებობაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
შპს "Bafi Audit Service" აცხადებს ვაკანსიას იურისტი/სტაჟიორის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
დასაქმების ტიპი: სტაჟიორი.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტი;
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
* უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
* ხელშეკრულებების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
* სამართლებრივი შინაარსის წერილების (შეტყობინებები, მოთხოვნები, გაფრთხილება) მომზადება;
* ხელშეკრულებების გაფორმება და რეგისტრაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში;
* სააღსრულებო პროცესების უზრუნველყოფა;
* დავალიანების მქონე მოვალეებთან გასაუბრების ორგანიზება;
* სხვადასხვა სანოტარო აქტების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
* ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე, არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;
* კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების კონტროლი.
დამატებითი მოთხოვნები:
* კომუნიკაბელურობა;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა;
* გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: bafiaudit@gmail.com 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სახელი, გვარი და ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.