ვაკანსია იურიდიული დეპარტამენტის უფროსისა და იურისტის პოზიციებზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია "UniPost" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის უფროსისა და იურისტის პოზიციებზე.
1. იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
განყოფილება: იურიდიული დეპარტამენტი.
თანამდებობის ზოგადი მიზანი: ხელშეკრულების პირობების დახვეწა, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგება, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და კომპანიაში არსებული სხვა იურიდიული საკითხების მართვა.
დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:
* განათლება: უმაღლესი განათლება (იურიდიული); ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის განხრით)
* კომპიუტერული პროგრამები: საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
* უცხო ენები: სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
* სამუშაო გამოცდილება: პროფესიით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
* კომუნიკაბელური;
* გამართულად მეტყველების უნარი;
* დროის სწორად განაწილების უნარი;
* როგორც ინდივიდუალური, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი;
* კონფლიქტური სიტუაციის თავიდან აცილების უნარი;
* ბიზნესისადმი ერთგულება;
* დისციპლინირებული.
მოვალეობები:
* იურიდიული დეპარტამენტის ორგანიზაციული მართვა;
* ხელშეკრულებების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
* კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება და მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
* სამართლებრივი შინაარსის წერილების მომზადება;
* სასამართლო პროცესებში მონაწილეობა;
* სხვადასხვა მიმართულებით კომპანიაში არსებული პროდუქტების შესაბამისი ხელშეკრულებების შედგენაზე ზრუნვა;
* ხელშეკრულების პირობების სტანდარტებთან/შეთანხმებასთან შესაბამისობის კონტროლი;
დამატებითი მოთხოვნები:
* საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
* საქართველოს საგადასახადო კოდექსი
* საქართველოს შრომის კოდექსი
* საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ"
* საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ".
ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
* რეზიუმეების გადარჩევა;
* გასაუბრება.
2. იურისტი
მოთხოვნები:
* განათლება: უმაღლესი განათლება (იურიდიული);
* კომპიუტერული პროგრამები: საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
* მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
* ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
* რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (სასურველია);
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა.
მოვალეობები:
* ხელშეკრულებების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
* კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება და მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
* სამართლებრივი შინაარსის წერილების მომზადება;
* სასამართლო პროცესებში მონაწილეობა;
* კანონმდებლობაში ცვლილებების კონტროლი.
დამატებითი მოთხოვნები:
* კომუნიკაბელურობა;
* პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
* სადაო პროცესების განხილვისა და მასში მონაწილეობის მიღების უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.
ანაზღაურება 1000,0 ლარი (ხელზე ასაღები), დამატებით გათვალისწინებულია პრემიები.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
* რეზიუმეების გადარჩევა;
* გასაუბრება.
კონკურში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე: http://www.unipost.ge , შეავსონ სააპლაიკაციო ფორმა და გაგზავნონ შემდეგ ელ.მისამართზე: info@unipost.ge
სათაურის ("Subject") ველში მიუთითეთ თანამდებობა. რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დაუკავშირდებიან მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 10.03.2014 წ.