ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია IT-ინჟინერის პოზიციაზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

შპს "CMS" (Climate Management Systems) აცხადებს ვაკანსიას IT-ინჟინერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:
* დასმული ამოცანების შესაბამისი IT ინფრასტრუქტურის (Hardware & Software) პროექტირება, ქსელების გამართვა.
* სერვერების და კომპიუტერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი ტექნიკური განათლება
* პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა (Windows, Linux-ის ტიპის)
* ქსელების საფუძვლებისა (LAN, WAN) და პროტოკოლების (TCP/IP) ცოდნა;
* უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოტივირებული მიზანდასახულობა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
* უპირატესობად ჩაითვლება: სამუშაო გამოცდილება და კომპანიების (Avaya, NICE, Cisco, VMware, NetApp, Citrix) ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპის ცოდნა.
* IT ან ტექნიკურ სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
* შრომისმოყვარე, დისციპლინირებული
* კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი.
* სტრესულ გარემოში მუშაობის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
* ენების ფლობა: ქართული სრულყოფილად, რუსულის და ინგლისურის კარგი ცოდნა.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 300 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: info@terma.ge 2014 წლის 28 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ბანერები