ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ”ინვესტბანკ”-ში

ს.ს. "ინვესტბანკი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

 მოკლე აღწერა:
•    შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა, დახარისხება ინსტრუქციების შესაბამისად და დანიშნულების ადგილზე მიწოდება (დისტრიბუცია);
•    დირექტორატის მიერ ვიზირებული წერილების დანიშნულებისამებრ გადაცემა პასუხისმგებელი პირებისათვის;
•    ფაქსის მიღება და გაგზავნა;
•    სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება, გამრავლება;
•    კლიენტურისთვის სხვადასხვა შინაარსის წერილებისა და ცნობების მომზადება;
•    კლიენტთა უზრუნველყოფა სასურველი ინფორმაციით ბანკის მომსახურების შესახებ;
•    ელექტრონული ფოსტის სისტემატიური შემოწმება, მიღებული შეტყობინებების დახარისხება და შესაბამისად გადამისამართება.
 მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება;
•    არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება (საბანკო სფეროში);
•    სავალდებულოა ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი. სასურველია სხვა ენების ცოდნა.
•    კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 პიროვნული თვისებები:
•    დეტალებზე ორიენტირებულობა;
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    დამოუკიდებლად და გუნდთან მუშაობის უნარი;
•    კომუნიკაბელურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 12 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას. მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. № 32, ოთახი № C 219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები