ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ინსტალაციის განყოფილებაში ოპერატორის პოზიციაზე

სს "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალაციის განყოფილებაში ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

სამუშაოს აღწერილობა:

* წინასწარ დამუშავებული ბაზის მიხედვით, აბონენტებთან სატელეფონო ზარების განხორცილება ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, საინსტალაციო სამუშაოებისათვის დროზე შეთანხმება;
* განხორციელებული ზარის შედეგის დაფიქსირება;
* შესრულებული სამუშაოს პროგრამული ასახვა;
* შესრულებული ინსტალაციის პროგრამულად დახურვა;
* რეპორტების მომზადება;
* ხელმძღვანელის სხვა ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება
* სამუშაო გამოცდილება (სასურველია მსგავს პოზიციაზე )
* MS Office პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა)
* ქართული ენის სრულყოფილად ფლობა
* სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა.

აუცილებელი უნარები:


* კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამების ადვილად ათვისების უნარი
* კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა
* დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობა
* ინიციატივა
* გუნდური მუშაობის კულტურა
* მოლაპარაკებების წარმოების უნარი
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cv@silknet.com 2013 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ბანერები