ვაკანსია გიდის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ტურისტული სააგენტო "ბონა თრაველ" აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე.
კვალიფიკაცია:
* უმაღლესი განათლება;
* საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის კარგად ცოდნა;
* გიდად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
* რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
* ჯგუფის მართვის უნარი;
* გამართული მეტყველების უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
* დაგეგმილ ტურისტულ მარშრუტზე გაყოლა;
* მოსანახულებელი ადგილების დეტალურად და საინტერესოდ აღწერა;
* ტურისტული სააგენტოს სხვა წარმომადგენელთან ერთად ტურისტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე (ფოტოსურათით) ელ. ფოსტაზე: vacancy@bonatravel.ge 2014 წლის 25 აპრილის ჩათვლით. წერილის თემის გრაფაში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Guide" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატებს.