ვაკანსია გაყვიდების კონსულტანტი
გერმანული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია ,,სალერი" (Saller) ხსნის თავის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სპორტული ტანსაცმლისა და ინვენტარის გაყიდვები, როგორც საბითუმო ასევე საცალო ბაზარზე.
კომპანია ,,სალერი'' აცხადებს კონკურს მაღაზიისს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• მაღაზიაში შემოსულ მომხმარებლებთან გასაუბრება, მათი მოთხოვნილებების დადგენა და პროდუქტის შეთავაზება
• სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა
• გაყიდვების განხორციელება
• მომხმარებლის კმაყოფილების დონის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა
• მაღაზიაში მიღებული პროდუქციის თაროებზე/საკიდებზე განთავსება
• პროდუქციის ფასდებულების განახლება და კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია)
• მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (გაყიდვების კონსულტანტი/მოლარე
სპორტულ ან ტანსაცმლის მაღაზიაში)
• უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (სასურველია)
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (სასურველია)
• სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება
სხვა მოთხოვნები:
• სქესი: მდედრობითი
• პრეზენტაბელური გარეგნობა
• მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევების ფლობა
• გაყიდვების წარმოების უნარი
• კომუნიკაბელურობა
• მოტივირებულობა და ორგანიზებულობა
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
• გუნდური მუშაობის უნარი
ხელფასი: 400 ლარი (ხელზე)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ibg.ge არაუგვიანეს 01.10.2012. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „Consultant", წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.